გაბუნია: ჯერჯერობით სიკვდილობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება[ვიდეო]

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით სიკვდილიანობის კლება მოსალოდნელი არ არის.

“ჯერჯერობით სიკვდილობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება, რადგან შემთხვევები, ჩვენ თუ შევხედავთ ორი კვირის წინ შემთხვევების რაოდენობას, პროგნოზულად აქედან 1,3%-ია ჩვენთვის მოსალოდნელი პროპორციული რაოდენობა, რისი მოლოდინიც უნდა გვქონდეს. უბრალოდ, მედიცინამ ჯერჯერობით მეტი შესაძლებლობა ვერ მოძებნა, რომ  ამის იქით სიკვდილობა შემცირდეს”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.