რუსთავში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართულ შეხვედრაზე მერობის საერთო კანდიდატად დავით კირკიტაძე დასახელდა. ვიცე-მერობის საერთო კანდიდატები “ევროპული საქართველოს” პარტიიდან ინგა სიხარულიძე და “გირჩის” პარტიიდან ირაკლი კუკანია იქნებიან.
ამასთანავე, ცნობილი გახდა საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატის ვინაობაც. ოპოზიცის მიერ დასახელებული კანდიდატი – ნინო იმედაშვილი იქნება.
- პირველი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ნანა შატბერაშვილი;
- მეშვიდე სამაჟორიტარო ოლქი – თინა ლოცულაშვილი;
- მეექვსე სამაჟორიტარო ოლქი – “ლელო საქართველოსთვის” პარტიიდან ნათია მანჯგალაძე;
- მეხუთე სამაჟორიტარო ოლქი – “ევროპული საქართველოს” პარტიიდან ვახო ქებაძე;
- მეოთხე სამაჟორიტარო ოლქი – ამირან მიქაძე.