დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, 26 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 065 848 აცრა ჩატარდა.
ოფიციალური მონაცემებით, 25 აგვისტოს აიცრა 26 700 პირი. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 734 112 ადამიანი, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 331 736.
რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 611 პაციენტი. გარდაიცვალა 79 ინფიცირებული.









