განახლდება თუ არა სწავლა სკოლებში: თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, სწავლის პროცესის სასკოლო ოთახებში განახლება ყველასთვის სასურველი მოდელია, თუმცა ამისთვის საჭიროა ეპიდსიტუაციის დასტაბილურება.

როგორც თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, გასათვალისწინებელია ვაქცინირებული პედაგოგების რაოდენობა.

„ჩვენი დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, პირობები, რაც უკავშირდება სასკოლო გარემოში სწავლის დაწყებას, პირველ რიგში რა თქმა უნდა, იქნება ინფექციის გავრცელების დონე და კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი. დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ რთულია. ვიდრე არ მოხდება ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება, რათა სასკოლო გარემო იყოს უსაფრთცო, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდება, ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის სტატუსი. პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. ამდენად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის სტატუსი იქნება ორი წინაპირობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.