აგვისტოს ომის გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს გარდაბანში მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა. გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და მერის პირველმა მოადგილე დავით კარგარეთელმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სამი სამხედრო დაიღუპა
მათ შორის არიან: ზურაბ ბეგიაშვილი (სამედიცინო სამსახურის უმცროსი ლეიტენანტი), კაპრალი ლევან დევდარიანი და ევგენი ხარძიანი. სამივე მათგანი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანია.
“13 წელი გავიდა აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან, დღეს ჩვენ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან თავდადებული მებრძოლების სულებს და ვიზიარებთ მათი ოჯახების მწუხარებას, ქედს ვიხრი თითოეული გმირი ჯარისკაცის წინაშე, მათი თავგანწირვა სამშობლოს წინაშე შეუფასებელია” -განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა.
ინფორმაციისთვის, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, აგვისტოს ომის გმირი ჯარისკაცების ოჯახებს ტრადიციულად 500 ლარი გადაეცათ.