გარდაბანში, 20-მდე მაშველი მტკვარში არასრულწლოვანს ეძებს

გარდაბანში, 20-მდე მაშველი მტკვარში არასრულწლოვანს ეძებს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარში არასრულწლოვან ბიჭს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის ახალგაზრდა მტკვართან სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც იგი წყალში შევიდა და დინებამ წაიღო.

ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია 20-მდე მაშველი. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ორი მყვინთავი და მცურავი საშუალებები.

სამძებრო სამუშაოები “თბილსრესის” ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე საათია უშედეგოდ მიმდინარეობს.