გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება.  მასობრივი იმუნიზაციის პროექტის ფარგლებში, გარდაბნის “ჯეოჰოსპიტალსში” ამჯერად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, იმ ადამიანებმა გაიკეთეს, რომლებიც საკუთარი ძალებით გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ, მათ შორის მოხუცებულმა პირებმა, სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა და სხვ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური ტრანსპორტი გამოყო, რომლითაც კოვიდვაქცინის გაკეთების მსურველების ტრანსპორტირება უზრუნველყვეს.

გარდაბანში იმუნიზაციის პროცესი “ჰეოჰოსპიტალსში” მიმდინარეობს.