ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი 24 წლის გოგოს ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ინფიცირებამდე რამდენიმე დღით ადრე ის ქორწილში იმყოფებოდა.
ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სრულად ჯანმრთელი იყო და მისი ინფიცირება “ქორწილის კლასტერს” უკავშირდება. მათივე ცნობით, პაციენტს არავითარი თანხმლები დაავადებები არ ჰქონია.
ცნობისთვის, ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული 24 წლის ქალი გარდაიცვალა. 36 კვირის ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციაში მოათავსეს. პაციენტი ოთხ დღეში გარდაიცვალა.