დავით შერაზადიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი დავით შერაზადიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამ ეტაპზე მერობის კანდიდატი დისველის, ხატისოფლის, ვანათის, სამტრედოსა და რაჭისუბნის მოსახლეობას შეხვდა.

„ვაგრძელებ ამომრჩეველთან შეხვედრებს. ამჯერად, დისველის, ხატისოფლის, ვანათის, სამტრედოსა და რაჭისუბნის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატ ალექსანდრე რეხვიაშვილთან ერთად შევხვდი.

ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და გასულ წლებში განხორციელებულ პროექტებზე. ჩვენ, მზად ვართ ახალი ძალითა და ენერგიით მომდევნო ოთხი წლის მანძილზე თავდაუზოგავად ვიშრომოთ არსებული გამოწვევების დასაძლევად“ –  განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.