დავით შერაზადიშვილი ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” დავით შერაზადიშვილი საარჩევნო კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში შერაზადიშვილი სოფელ ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა. დღესვე მერობის კანდიდატმა შეხვედრები გამართა მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც.

“ვაგრძელებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას, რის ფარგლებშც კომპანია RMG-ის წარმომადგენლებთან, მაჟორიტარობის კანდიდატ ლევონ მანუკიანთან ერთად შევხვდით სოფელ ბოლნისის მოსახლეობას. მოსახლეობისთვის, ყველაზე აქტუალური სასმელი წყლის საკითხია, რომლის მოგვარებაზე მუშაობა კომპანიასთან ერთად დაწყებული გვაქვს.

ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა, ასევე, ზემო ბოლნისში, სამწევრისსა და ფოლადაურში.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, გამოწვევები ჯერ კიდევ არის, რის მოგვარებასაც ვფიქრობ, მომდევნო ოთხი წლის მანძილზე მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციით შევძლებთ.”- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.