საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვისა და დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
“საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული შემდგომი გასაღების მიზნით, მისი მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 1535 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 6 600 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.”- ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.