დმანისში კოვიდვაქცინაციის პროცესი დაიწყო

დმანის​ის მუნიციპალიტეტში კოვიდვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში” მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ტატუაშვილის თქმით, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში სამი ვაქცინით – ფაიზერით, სინოფარმითა და სინოვაკით აცრაა შესაძლებელი. მსურველები “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში” წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც აიცრებიან.

გიორგი ტატუაშვილი ინოფმრაციით, ვაქცინაციის პროცესი დმანისში გუშინ დაიწყო და გუშინ მუნიციპალლიტეტში ვაქცინა 14-მა ადამიანმა გაიკეთა. მერი ვარაუდობს, რომ კვირაში მინიმუმ 150 ადამიანი აიცრება, რაც მუნიციპალიტეტისთვის კარგი მაჩვენებელი იქნება.

ამასთანავე, მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო წალკის მუნიციპალიტეტიც. წალკის “ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში ვაქცინა 40-მდე ადგილობრივმა გაიკეთა.

კლინიკებში იმუნიზაცია ქვეყანაში არსებული ოთხივე პრეპარატით – “სინოფარმით“, “სინოვაკით“, “ასტრაზენეკათი” და “ფაიზერით“ კეთდება.