დღეს ქვემო ქართლში ორი მიწისძვრა მოხდა

დღეს დილით, საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველ ჯერზე 07:24 საათზე 3.5 მაგნიტუდის, ხოლო 08:03 საათზე 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა. ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებასთან იყო.