„ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენილ კანდიდატებს შორის არიან როგორც ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად შეთანხმებული კანდიდატები, ასევე „ევროპული საქართველოს“ წევრები.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ვიცე მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი რუსთავში ინგა სიხარულიძე იქნება.
ამასთან, პარტიამ ქვემო ქართლში ,კერძოდ, მარნეულში „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატად – აჰმედ იმამკულიევი, ხოლო თეთრიწყაროში – ნინო დავითაშვილი წარადგინა.