საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულ ძალებში მასობრივი იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ახლადგარემონტებულ ლაზარეთში ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა.
უწყების ცნობით, დამატებითი პუნქტის გახსნის საჭიროება დღის წესრიგში ბრიგადის პირადი შემადგენლობის მაღალი მიმართვიანობის შესაბამისად დადგა.









