ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრები მოეწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის ფარგლებში, რომელიც დღეს დაიწყო, ვარკეთილში, გლდანში და სადგურის მოედანზე ვაქცინაციის ცენტრები ავტობუსებში განთავსდა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი ცენტრები განთავსდება ვარკეთილში, გლდანში და სადგურის მოედნის ტერიტორიაზე.
მისი განმარტებით, საერთო ჯამში დაგეგმილია 10 ავტობუსის განთავსება.
„ჯამში დაგეგმილია 10 ავტობუსის განთავსება, ისინი იქნებიან დაბრენდილი ავტობუსები, სადაც მოქალაქე მიიღებს ყველა იმ საჭირო, უსაფრთხო მომსახურებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რასაც ის კლინიკასა და პოლიკლინიკაში მიიღებდა. იქნება რეგისტრაცია, რომელიც პორტალზე ონლაინ აისახება, შემდეგ მოქალაქე აირჩევს თავის კუთვნილ ვაქცინას, რომელზეც გადაწყვეტილებას მიიღებს. საჭიროების შემთხვევაში, მას ადგილზევე გაეწევა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება“,- განაცხადა ტიკარაძემ.