საკითხის განხილვაზე უარი თქვა და საკრებულოს სხდომა დატოვა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა. თუ საკრებულოს 13 წევრი დღეს ფარულ კენჭისყრაზე მხარს დაუჭერს ლევან ონიანის გადაყენების საკითხს, ამ შემთხვევაში რუსთავის საკრებულო ლევან ონიანის თავმჯდომარეობის გარეშე გააგრძელებს საქმიანობას.
ამ ეტაპზე რუსთავის საკრებულოში შესვენება გამოცხადდა. სხდომის გაგრძელების შემდეგ ფარული კენჭისყრა დაიწყება.