თამარ გაბუნია-ახლა სასწავლო პროცესი რომ მიმდინარეობდეს, მისი დისტანციურ რეჟიმზე გადატანა მოგვიწევდა

დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, ახლა სასწავლო პროცესი რომ მიმდინარეობდეს, მოგვიწევდა იმაზე საუბარი, დისტანციურ რეჟიმზე გადაგვეტანა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.მისივე ინფორმაციით, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში იმ შემთხვევაში წარიმართება თუ სკოლებში, ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ მზარდი იქნება.

„რაც შეეხება სასკოლო პროცესს, სასკოლო პროცესის დაწყებაზე ჯერჯერობით საუბარი ადრეა, რადგან ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ სურათზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით, დღევანდელი ეპიდემოლოგიური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, ახლა სასწავლო პროცესი რომ მიმდინარეობდეს, ჩვენ მოგვიწევდა იმაზე საუბარი, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადაგვეტანა, მაგრამ ვნახოთ, სამომავლოდ როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური სურათი. იმ დროისთვის, როდესაც უკვე სწავლის დაწყების თარიღი მოახლოვდება, ჩვენ თავიდან ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.