თბილისში კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო

დედაქალაქში საველე ტიპის ინფრასტრუქტურა ქავთარაძის ქუჩაზეც მოეწყო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.მისივე ინფორმაციით, საველე ჰოსპიტალი სრულად უზრუნველყოფილია ჟანგბადით და ის აახლოებით 200-მდე პაციენტს მიიღებს.

„დედაქალაქში ერთ-ერთი მსგავსი საველე ტიპის ინფრასტრუქტურა მოეწყო ასევე ქავთარაძის ქუჩაზე. ჰოსპიტალურ ნაწილში ჩვენ სრულიად ახალი, 200 საწოლზე დაწესებულება გავხსენით, სადაც გუშინვე დაიწყო პაციენტების მიღება. დაახლოებით 200-მდე პაციენტის მიღება შეიძლება, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება ჟანგბადით. ახლა ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ რამდენად შეძლებს კახეთის რეგიონში ჰოსპიტალური სექტორი იმ დატვირთვის მიღებას, რაც ეპიდკვლევიდან გამომდინარე მოსალოდნელი არის. საჭიროების შემთხვევაში, კახეთში განვიხილავთ დროებითი დაყოვნების სივრცის მოწყობას, სადაც ჩვენი მოქალაქეები საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებენ“, – განაცხადა ტიკარაძემ.