თბილისში კოვიდდადასტურებული ორსული გარდაიცვალა

თბილისში კოვიდინფიცირებული 19 წლის გოგო მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევა ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მოხდა.

როგორც ჰოსპიტალში აცხადებენ,  გარდაცვალება გვიან ღამით დაფიქსირდა. ამასთან, ექიმების ინფორმაციით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ახალგაზრდა გოგო კლინიკაში 30 ივლისს, კოვიდდადასტურებული შეიყვანეს.

“ჰოსპიტალში შემოსვლისას უკვე სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებით მკვეთრად გამოხატული პრობლემები ჰქონდა. 1 აგვისტოს საკეისრო კვეთის ჩატარება დასჭირდა. მდგომარეობის დამძიმებამ სხვა ორგანოთა სისტემები მოიცვა და სამწუხაროდ, გუშინ გარდაიცვალა“,- განაცხადა ალექსი ვაჩაძემ.