მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირება 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სესხის ოდენობა 200 000 ლარი იქნება და სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს.
მისივე თქმით, ახალშეძენილი შვილის მქონე ოჯახებისთვის თანადაფინანსება სესხის პროცენტის ნახევარი იქნება, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის – 2/3.
მეორე კატეგორია, ვინც ასევე მოექცევა ამ კატეგორიის თანადაფინანსების ქვეშ, ეს არის ოჯახები, ვისაც დღესაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ, ანუ მრავალშვილიანი ოჯახები, მათაც ავტომატურად შეეძლებათ, ისარგებლონ ამ პროგრამით, ანუ ახალი წევრის შეძენის გარეშე. ვისაც ყავს სამი ან მეტი შვილი, პირველი სექტემბრიდან შემდგომი 12 თვის განმავლობაში შეუძლიათ, მიმართონ საბანკო დაწესებულებას, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები, შეიძინონ ახალი საცხოვრებელი ფართი და აქაც ჩვენ, დაახლოებით 2/3-ს საბანკო პროცენტის, დავუსუბსიდირებთ.
ვიმედოვნებთ, რომ ეს პროგრამა ბევრად შეუწყობს ხელს ჩვენი ოჯახების კეთილდღეობას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და თითოეულ ოჯახში თითოეული ასეთი ახალმოვლენილი წევრი იქნება არა მარტო დიდი სიხარულის მომტანი, არამედ კონკრეტული, პრაქტიკული სიკეთეების მომტანი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.