დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პანდემიის პერიოდში ორსული ქალების გარდაცვალების შესახებ ისაუბრა.
კითხვაზე, თუ რატომ იღუპებიან კორონავირისით დაავადებული ორსული ქალები და ხომ არ იგეგმება ორსულთა მკურნალობის პროტოკოლში რაიმე ცვლილება, – გამყრელიძე ამბობს, რომ პრევენციის ერთადერთი გზა ორსულების ვაქცინაციაა.
„პრევენცია არის ერთადერთი, ორსულები უნდა აიცრან. პანდემიის განმავლობაში, თუ არ ვცდები, სულ 13 ორსულია გარდაცვლილი.
პროტოკოლში იგეგმება თუ არა ცვლილება, ვერ გეტყვით, თუმცა სერიოზულად მუშაობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია და ჩართულია დაავადებათა კონტროლის ცენტრიც,“- ამბობს გამყრელიძე.