საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
პრემიერმა აცრა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთა.
„დღეს მე ჩავიტარე აცრა. ავიცერი „ფაიზერის“ ვაქცინით. ოთხი თვის წინ გადავიტანე კოვიდი საკმაოდ იოლ ფორმებში. რამდენიმე კვირის წინ შევიმოწმე ანტისხეულების რაოდენობა, მქონდა 400 ანტისხეული, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გადავწყვიტე, რომ ჩამეტარებნა აცრა, რომ გავიძლიერო იმუნიტეტი“, – განაცხადა პრემიერმა.