საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტები ხვალიდან 23:00 საათის ნაცვლად, 22:00 სთ-მდე იმუშავებენ. ამის შესახებ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
გარდა ამისა, ღიბრაძის თქმით, სპორტულ ღონისძიებზე მაყურებლის დასწრება აიკრძალა. მათ შორის, 2 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-კოსოვოს მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.