კოდის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა

კოდის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა. პროცესს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და დევნილთა სააგენტოს ხელმძღვანელი ბესარიონ სიმონიშვილი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

იძულებით გადაადგილებულ პირებს, შესაძლებლობა ჰქონდათ აცრა, ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაეტარებინათ.