კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის ბოლო 72 საათში 5 ობიექტი დაილუქა და 6 დაჯარიმდა. შრომის ინსპექციის სამსახურმა ზომები ბიზნეს ობიექტებზე დაფიქსირებული განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო მიიღო.
ერთ ობიექტთან მიმართებით შრომის ინსპექციამ პრევენციული დალუქვის მექანიზმი გამოიყენა. კერძოდ, ბარი ღონისძიების გამართვამდე, დაგეგმილი გასართობი აქტივობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დალუქა.
ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ დარღვევებს შორის კვლავ სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები ჭარბობს. დაჯარიმებულებს შორის 5 იურიდიული და 1 ფიზიკური პირია.
ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა. დაჯარიმდა 46 ბიზნესოპერატორი, მათ შორის 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი.