საქართველოში კორონავირუსის 2 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 6 177 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში გარდაიცვალა 76 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 215 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10, 58 %, ბოლო 14 დღის – 10, 49%, ბოლო 7 დღის – 10, 15%.
ქვეყანაში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან, თბილისში დადასტურდა 1 004 შემთხვევა, აჭარაში – 385, იმერეთში – 327, ქვემო ქართლში – 181, შიდა ქართლში – 129, გურიაში – 66, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 183, კახეთში – 247, მცხეთა-მთიანეთში – 75, სამცხე-ჯავახეთში – 57, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 15
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 543 118 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 482 732 გამოჯანმრთელდა, 7 251 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 145 925 აცრა, დღიურად აცრილია 20 678.