კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა, 47 გარდაცვლილი – 17 აგვისტოს ეპიდვითარება

საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 539 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 872 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 12.97%, ბოლო 14 დღის – 10.63%, ბოლო შვიდი დღის – 11.14%.

სულ აცრილია – 831 815 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 083.