საქართველოში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გარდაიცვალა 60 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 875 ტესტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,29%, ბოლო 14 დღის – 10,94%, ბოლო 7 დღის – 10,8%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 517 098 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 453 488 გამოჯანმრთელდა, 6 831 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 979 813 ადამიანი, დღიურად აცრილია 17 670.
კარანტინის რეჟიმშია 125, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 400 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 346 პირი.









