საქართველოში კორონავირუსის 3 803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 332 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გარდაიცვალა 48 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 159 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 708 , „პისიარ“ ტესტით – 14 451.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,3% , ბოლო 14 დღის – 10,92% , ბოლო შვიდი დღის – 10,8%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 514 744 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 448 288 გამოჯანმრთელდა, 6 771 კი, გარდაიცვალა.









