კორონავირუსი კიდევ 3 803 ადამიანს დაუფიქსირდა | 22 აგვისტოს ეპიდვითარება

საქართველოში კორონავირუსის 3 803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 332 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გარდაიცვალა 48 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 159 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 708 , „პისიარ“ ტესტით – 14 451.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,3% , ბოლო 14 დღის – 10,92% , ბოლო შვიდი დღის –  10,8%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 514 744 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 448 288 გამოჯანმრთელდა, 6 771 კი, გარდაიცვალა.