საქართველოში კორონავირუსის 5 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გავრცელდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში2 726 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გარდაიცვალა 42 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 957 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30 325 , „პისიარ“ ტესტით – 20 612.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,52 %, ბოლო 14 დღის – 9,9%, ბოლო შვიდი დღის – 10,74 %.
სულ აცრილია – 741 353 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 432.