კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა | 13 აგვისტოს ეპიდვითარება

საქართველოში კორონავირუსის 5 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გავრცელდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში2 726 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 957 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30 325 , „პისიარ“ ტესტით – 20 612.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,52 %, ბოლო 14 დღის – 9,9%, ბოლო შვიდი დღის –  10,74 %.

სულ აცრილია – 741 353 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 432.