ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში, მდინარე მაშავერაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხიდის მშენებლობის სამუშაოები მოსახლეობის მოთხოვნით ხორციელდება.
“ობიექტზე ბეტონის ბურჯები უკვე ჩასხმულია, ამ ეტაპზე კი რიგელების მოწყობა მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობის პროცესს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ღირებულება 900 000 ლარამდეა და სრულად ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.”- ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.