მეგობრობის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. TV4-ის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში, რუსთავში მეგობრობის გამზირისა და მუნიციპალიტეტის მერიის წინ მდებარე მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება.
საპროექტო და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს.
ინფორმაციისთვის, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მეგობრობის გამზირის სრულად რეაბილიტაცია. მოეწყობა გარე ფასადები, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა და ველობილიკები.









