მე-20 მიკრორაიონში საბავშვო სივრცისა და სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება

მე-20 მიკრორაიონში N20 საცხოვრებელი კორპუსთან საბავშვო სივრცისა და სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, წინადადებების მიღება 13 აგვისტოს დაიწყება და 16 რიცხვში დასრულდება. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება 130`000 ლარს შეადგენს.