რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში ტაშკენტის ქუჩის მიმდებარედ ბალახს ცეცხლი უკიდია. როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ხანძარი დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველოს სამსახურის თანამშრომლები.
ამდროისათვის ადგილზე ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.









