20 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება და შედარებით აგრილდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 21-22 აგვისტოს ზოგან გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა კი +24, +29 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 აგვისტოს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსია ნავარაუდები. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. 21-22 აგვისტოს მცირე წვიმა შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს თბილისში. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.