გარდაბანში, მდინარე მტკვარში 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.
არასრუწლოვანს მაშველები 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. არსებული ინფორმაციით, 7 აგვისტოს ბიჭი მეგობრებთან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა, მდინარეში შევიდა და სავარაუდოდ, დინებამ წაიღო.
“ინტენსიური სამაშველო ღონისძიების შედეგად გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში მეხანძრე-მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ამოსვენებულია და ოჯახის წევრების მხრიდან იდენტიფიცირებულია. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იმყოფებოდა.
საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში 35 მეხანძრე მაშველი, 3 მყვინთავი, საფრენი აპარატი დრონი, მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების სპეციალური ხელსაწყო „ექოლოტი“ მონაწილეობდა,” – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.