„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატების მეორე ნაწილი წარადგინა. პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე კანდიდატები პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ დაასახელა.
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ქვემო ქართლის რეგიონში იქნებიან:
მარნეული – ელდარ მუსტაფაევი;
ბოლნისი – ვახტანგ ჩაგელიშვილი;
გარდაბანი – ბესიკ კახაბრიშვილი;
წალკა – რუსლან ხუციშვილი;
შეგახსენებთ, პარტიამ „ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში მერობის კანდიდატების ნაწილი 15 აგვისტოს დაასახელა.









