ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგი გამართა [ვიდეო]

რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე ლაცაბიძემ რუსთავში წინასაარჩევნო კამპანიაზე ისაუბრა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც “ქართული ოცნება” წინასაარჩვენოდ “ნობათს” არიგებს.

 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო

როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, სხვადასხვა პარტიები ადამიანების შეცდომაში შეყვანას  და დეზინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ. მისივე თქმით,  “ქართული ოცნების” მთავარი მიზანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ მშვიდ გარემოში არჩევანის გაკეთების  შესაძლებლობა.

“აქტიურად ვართ ჩართული საარჩევნო კამპანიაში რუსთავში. მეც, ჩემი გუნდიც, ვხვდებით მოსახლეობას, გვაქვს კონკრეტული გეგმა და ხედვა, რას ვაპირებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში და ჩვენი მთავარი მიზანი საარჩევნო კამპანიის დროს იქნება, რომ ჩვენი ხედვა, ჩვენი გეგმები და მიზნები, რომელიც დავისახეთ მივიტანოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან, გავაცნოთ რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ და როგორ შეგვიძლია გადავჭრათ და დავძლიოთ ის გამოწვევები, რაც დღეს ქალაქში გვაქვს.

ნამდვილად ბევრი გამოწვევა გვაქვს და ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა ჩვენს ქალაქში აღმოაჩინოს განვითარების ახალი შესაძლებლობა, ახალი შესაძლებლობა სწავლის, ახალი ძლიერი სოციალური პროგრამები და ამისთვის აუცილებელია ძალიან ბევრი გაკეთდეს. ამისთვის ჩენ მზად ვართ.

სამწუხაროა, რომ სხვადასხვა პარტიები ცდილობენ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში და გაავრცელონ სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს და არ აძლევენ უბრალოდ მოქალაქეებს საშუალებას, რომ გაეცნონ ყოველი პარტიის ხედვას, გეგმებს და ამის მიხედვით მათ გააკეთონ ღირსეული გადაწყვეტილება, როდესაც მივლენ საარჩევნო ყუთთან.

აი ეს არის ყველაზე ცუდი, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა და სწორედ ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებით, ადამიანიც იბნევა და ვერ ხვდება, რა არის სიმართლე. ამიტომ ყოველთვის ჩვენი საარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენ გავაკეთებთ ყველა საკითხზე ძალიან ღიად  განცხადებას და თუ ეს იქნება დეზინფორმაცია, არასდროს არ მოვერიდებით, რომ ეს ვთქვათ ხმამაღლა, რომ არცერთი მოქალაქე არ შევიდეს შეცდომაში, მათ ჰქონდეთ მშვიდ  გარემოში არჩევანის შესაძბელობა, კანონის ფარგლებში, რომლსაც ჩენ განსაკუთრებულად ვიცავთ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კამპანიის თითოეული დღე იყოს კანონის ფარგლებში მოქცეული, ადამიანებს მივცეთ საშუალება გაიცნონ ყველა კანდიდატი, მოისმინონ მათი გეგმები და შესაბამისად გააკეთონ არჩევანი უკვე არჩევნებზე.”-განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც ლაცაბიძე ამბობს, დეზინფორმაციის შემთხვევაში მათი მხრიდან რეაგირება ყოველთვის იქნება.

ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება. ეს არის რომელიმე პარტიის მიერ გავრცელებული თუ კონკრეტული ადამიანების, ამის გამოძიებას არ ვაპირებ. მთავარი მიზანი არის მოქალაქეებს ვუთხრათ, რას ვაპირებთ ჩვენ და მათ მოისმინონ სხვა პარტიის ხედვებიც და ამაზე დაყრდობით მიიღონ ინფორმაცია.

არ ვიცი სად არის ეს ფოტო გადაღებული, ამ ფოტოს გადაღება დღესაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ასევე სხვა დროშიც ქვეშ და ეს არის ძალიან ღიმილისმომგვრელი ფოტო და არ მინდა, ერთი ადამიანი მაინც შევიდეს შეცდომაში ამ დეზინფორმაციის გამო. “-განაცხადა რუსთავის მერობის კანდიდატმა.