“დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვიწყებთ ჩვენი ქალაქის განვითარების ახალ კონცეფციაზე მუშაობას” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
ლაცაბიძემ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ რომ, მათი თანადგომის შემთხვევაში ექნება უფრო მეტი ბერკეტები იმისთვის რომ ის პრობლემები და გამოწვევები, რაც რუსთავში მოსახლეობას ყოველდღიურად აწუხებს, გადაიჭრას.
“დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვიწყებთ ჩვენი ქალაქის განვითარების ახალ კონცეფციაზე მუშაობას და სწორედ თქვენი თანადგომის შემთხვევაში მექნება უფრო მეტი საშუალება და ბერკეტები იმისთვის რომ ის პრობლემები და გამოწვევები, რაც ჩვენ დღეს გვაქვს ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურობაში ისევ დგას, ერთად დავამარცხოთ.
14 წლის განმავლობაში, საჯარო სამსახურში მუშაობის დროს ჩემი მთავარი პრინციპი ყოველთვის იყო თანამოქალაქეებთან ერთად სწორი გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, ვამაყობ ამით და ვაპირებ სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით ჩვენ ერთად შევქმნათ რუსთავში წარმატებული ხვალინდელი დღე.
ამისთვის კი ჩვენ ვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა და ხედვა იმ ყველაფრისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს იცხოვროს ისეთ რუსთავში, რომელიც იქნება ეკონომიკურად ძლიერი და ვიცხოვრებთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
იმისთვის რომ ჩვენი ქალაქი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის ძალიან კარგი მაგალითი გახდეს. იმისთვის რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა თავისი რესურსი საკუთარ ქალაქში დახარჯოს. იმისთვის რომ ხანშიშესული ადამიანების ყოველდღიურობა უფრო ნაკლებ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული. იმისთვის რომ საწარმოებში დასაქმებული ადამიანების, ჩვენი მეგობრების, მეზობლების. ოჯახის წევრების სამუშაო პირობები გახდეს კიდევ უფრო უკეთესი. მართვის, ვინც მონდომებულია საგანმანათლებლო თუ სპორტულ სფეროში, ხელოვნების, თუ ტექნოლოგიური სიახლეების მიღწევას შეძლოს არა მხოლოდ საქვეყნო არამედ საერთაშორისო ასპარეზზე.
მე მინდა გჯეროდეთ, რომ როგორც დღეს, ყოველთვის ვიდგები ჩემი ქალაქის და თითოეული ადამიანის გვერდით, ვისთვისაც ჩემი მხარდაჭერა იქნება მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ერთად შევქმნათ ახალი შესაძლებლობები, ახალი გამარჯვებებისთვის,” – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.