ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ჩატარდა მოკვლევა, თუ რამდენი ადამიანი მოხვდა კლინიკებში მათგან, ვინც უკვე აცრილია თუნდაც ერთი დოზით.
როგორც ტიკარაძემ განაცხადა, იმ პირებიდან, ვისაც ვაქცინის ერთი დოზა ჰქონდა გაკეთებული, კლინიკაში 2,85 პროცენტი მოხვდა, ხოლო ორჯერ აცრილებიდან ჰისპიტალში გადაყვანა დასჭირდა 2, 13 პროცენტს.
„იმისთვის, რომ კიდევ უფრო ნათელი გავხადოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, გავაკეთეთ მოკვლევა, ვინაიდან უკვე საკმაოდ იდი რაოდენობაა მოქალაქეების აცრილია. მოგვეცა საფუძველი, დაგვედგინა, როგორია წილი ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტებისა, ვინც უკვე იყვნენ ერთი ან ორი დოზით აცრილნი და ამ კომპონენტში უკვე გამოიკვეთა, რომ ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2,85 პროცენტი, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტების 2,13 პროცენტი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კლინიკაში დღეს მკურნალობას გადის 95 პროცენტი იმ ადამიანებისა, რომლებსაც არც ერთი ვაქცინა და არც ერთი დოზა არ ჰქონდათ გაკეთებული.