ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სწავლის დაწყების ფორმატთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უწყებას რეკომენდაციების გაცემა 4 სექტემბრის შემდეგ შეეძლება.
„ჯერ უნდა დაველოდოთ 4 სექტემბრისთვის რა მდგომარეობა გვექნება და ამის შემდეგ შემიძლია კონკრეტულად გითხრათ, რა რეკომენდაციებს გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო. მე ვთვლი, ნაადრევია ამაზე საუბარი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.