ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ კვირის ბოლომდე საქართველოში ეპიდვითარება არ დასტაბილურდა, მთავრობა შეზღუდვების გააქტიურების საკითხს დააყენებს.
როგორც გაბუნია ამბობს, საქართველო ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით პიკში იმყოფება.
“ძალიან გვეხმარებოდა “კომენდანტის საათი”, რომელიც ცოტა ხნის წინ მოიხსნა კურორტული სეზონიდან გამომდინარე.
ვფიქრობთ, რომ მომდევნო ერთი კვირა მაინც გვჭირდება, რათა დავაკვირდეთ ტენდენციას. პროგნოზულად პიკში ვიმყოფებით და რამდენიმე დღეში უნდა დასტაბილურდეს შემთხვევები. თუ დასტაბილურდა შემთხვევების რაოდენობა, ჯანდაცვის სექტორი ამ დაწოლას გაუძლებს და შემდეგ უნდა წამოვიდეს ქვემოთ ინფიცირება. მაგრამ თუ კვირის ბოლომდე არ დასტაბილურდა, დავაყენებთ შეზღუდვების გააქტიურების საკითხს.”-განაცხადა თამარ გაბუინიამ.









