მგზავრთა ნაკადის კლებასთან დაკავშირებით რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის ადმინისიტრაციამ მერიასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ 9 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით მხოლოდ ორ მარშრუტზე N4 და N3 მარშრუტებზე თითო ავტობუსით შეამციროს ავტობუსების რაოდენობა, ხოლო გრაფიკი უცვლელი დატოვოს.
ავტობუსების შემცირება დროის ინტერვალის მატებას გამოიწვევს, თუმცა რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ხელმძღვანელის, ლელა ლუარსაბიშვილის ინფორმაციით, ეს არ გამოიწვევს ინტერვალის მკვეთრ ცვლილებას.
ცნობისთვის, მუნიციპალური ავტობუსები ქალაქ რუსთავს 7 მარშრუტზე ემსახურება.