როდის დასრულდება მეგობრობის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი?

მეგობრობის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი 20 სექტემბერს დასრულდება. როგორც TV4-ს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის გარდა, გამწვანების ზოლისა და ბორდიულების კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების მენეჯერი ამბობს, რომ  საცხოვრებელ შენობებში კომერციული ფართებიც განთავსდება.

პროექტის პირველი ეტაპის დასრულებით, სამუშაოების 50% შესრულდება, რაც საცხოვრებელი კორპუსების, მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული საფეხმავლო ზოლების და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტი 2023 წელს უნდა დასრულდეს.