როდის დასრულდება სოფელ კოხტის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია

წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ კოხტის ახალაშენებული საჯარო სკოლა ინვენტარით აღჭურვის ეტაპზეა. სკოლაში პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარესთან, განათლების და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან ერთად იმყოფებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ კოხტის ახალაშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერეს, რომელიც ინვენტარით აღჭურვის ეტაპზეა.

შენობაში, რომელიც 90 მოსწავლეზეა გათვლილი, 9 საკლასო ოთახი და 1 ლაბორატორიაა განთავსებული. პროექტის ფარგლებში მოეწყო სკოლის ეზო, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 30 აგვისტოს იგეგმება. პროექტის ღირებულება 1 782 350 ლარს შეადგენს.

სოფელ კოხტაში, ახალი სკოლა, როგორც დაწყებითი, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის იქნება განკუთვნილი.