რუსთავის რომელ სკოლაში მოეწყობა სპეციალური ამცრელი პუნქტი?

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის განცხადებით, სპეციალური ამცრელი პუნქტი სავარაუდოდ, რუსთავის N4 საჯარო სკოლის დარბაზში მოეწყობა.

მისი თქმით, ამცრელი პუნქტი სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში გაიხსნება და ვაქცინის გაკეთება მსურველებს რეგისტრაციის გარეშეც შეეძლებათ.