რუსთავის საკრებულომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულაციები დაამტკიცა.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, ქალაქის სხვადასხვა უბანში, 23 ლოკაციაზე განისაზღვრა სააგიტაციო სტენდების განთავსებისთვის ადგილები, სადაც მოხდება სააგიტაციო მასალების გაკვრა.
- ქალაქის შემოსასვლელი (ქუთაისის მოედანი);
- დავით აღმაშენებლის გამზირი – რესტორანი “მადაგონის” მიმდებარე ტერიტორია.
- ჟიული შარტავას გამზირი – N6-ის მიმდებარე ტერიტორია;
- ჟიული შარტავას გამზირი N10-ის მიმდებარე ტერიტორია;
- ჟიული შარტავას N3-ის მიმდებარე ტერიტორია;
- ლეონიძის ქუჩა – N16-ის მიმდებარე ტერიტორია;
- თოდრიის ქუჩა – სტამბის მიმდებარე ტერიტორია;
- მეგობრობის გამზირი – პოლიციის მიმდებარე ტერიტორია;
- მეგობრობის გამზირი – ფოსტი მიმდებარე ტერიტორია;
- მეგობრობის გამზირი – უნივერმაღის მიმდებარე ტერიტორია;
- მეგობრობის გამზირი N32-ის (სასტუმროს) მიმდებარე ტერიტორია;
- მეგობრობის გამზირი #2-ის მიმდებარე ტერიტორია გონაშვილის სკვერის მიმართულებით;
- დიდების მოედნიდან კოსტავას გამზირის მიმართულებით მიმდებარე ტერიტორია;
- რუსთაველის გამზირი – ქიმიკოსთა კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია;
- ბათუმის ქუჩა – ბაზრის მიმდებარე ტერიტორია;
- კოსტავას გამზირი N1-ის მიმდებარე ტერიტორია;
- კოსტავას გამზირი N12-ის მიმდებარე ტერიტორია;
- კოსტავას გამზირი N21-ის მიმდებარე ტერიტორია;
- კოსტავას გამზირი N36-ის მიმდებარე ტერიტორია;
- ფიროსმანის ქუჩა – თეატრის მიმდებარე ტერიტორია;
- რჩეულიშვილის ქუჩა N9ა-ის მიმდებარე ტერიტორია;
- ტოლსტოის ქუჩა N30-ის მიმდებარე ტერიტორია.
ასევე განისაზღვრა იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზეც აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება, ესენია: რელიგიური და საკულტო ნაგებობები, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობები, საგანმანათლებლო დაწესებულებები,სააღმზრდელო დაწესებულებები, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობები, სასამართლოსა და პროკურატურის შენობები, პოლიციის შენობა-ნაგებობეი, განათების ბოძები, რეაბილიტირებული სახლების ფასადები, საგზაო ნიშნები, ძეგლები და ბიუსტები, კულტურული ხასიათის დაწესებულებები.
დადგენილება აღსასრულებლად რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურს გადაეცემა, რომელიც მონიტორინგს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებს.
საკრებულოს ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მთავარი სწორედ მიღებული დადგენილებებისა და რეგულაციების თანაბარ პირობებში შესრულებაა. მათი აზრით, გამოყოფილი ფართი ყველა პარტიისთვის თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
2021 წლის ადგილობრივი არჩევნები პრეზიდენტის განკარგულების თანახმად 2 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. რუსთაველები მომავალ მერს და საკრებულოს წევრებს აირჩევენ. მანამდე, პრეზიდენტის განკარგულებიდან 10 დღის ვადაში, 12 აგვისტომდე, თვითმმართველობებმა სპეციალური სტენდების განთავსებაზე უნდა იზრუნონ.